
3-წლიანი ლოდინის შემდეგ ამბროლაურში, სოფელ ჭყვიშში ახალი სკოლა გაიხსნა.
ახალი შენობა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა მოსწავლეებთან ერთად 15 მარტს საზეიმო განწყობით, თუმცა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე მოკრძალებულად გახსნა.
სკოლის დირექტორი მაკა ჯინჭარაძე მოსწავლეებს სასწავლო პროცესის ახალ კეთილმოწყობილ სკოლაში გაგრძელებას ულოცავს.
„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს პატარებს საკუთარ ჭერქვეშ ზარის აწკრიალებას და წინ უამრავ წარმატებებს ველით მათგან“, - ნათქვამია სკოლის დირექტორის წერილში.