კვაცხუთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა კვატაშიძემ, საქართველოს ეროვნულ პირველობაზე, თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ადგილი მოიპოვა
16-03-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის VIII კლასის მოსწავლემ, ლუკა კვატაშიძემ, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ეროვნულ პირველობაზე, პირველი ადგილი მოიპოვა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ლუკა კვატაშიძემ უმცროს ჭაბუკთა შორის, 68 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული პირველობა 11-12 მარტს გურჯაანში ჩატარდა.
„ვულოცავთ დიდი სიხარულით ამ წარმატებას და ვუსურვებთ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას“, - აცხადებენ სკოლაში.