საჩხერის N1 სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კონკურსებში წარმატებას მიაღწიეს
16-03-2021
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნინო კუსიანმა და ნიკოლოზ ქველაძემ კონკურსში - „დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“ მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს. 

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლე ლუკა ხომასურიძე კი, კონკურსის - „წერილი დედას“ გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა.

კონკურსები - „დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“ და „წერილი დედას“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით გაიმართა.

„სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და უამრავ წარმატებას უსურვებს“, - აცხადებენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203