„დედის თვალებით ვხედავ სამყაროს“ - თბილისის N103 სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს
16-03-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში გაზაფხული და გაზაფხულის დღესასწაულები საინტერესოდ აღნიშნეს.

სკოლის ინფორმაციით, II კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნატალი წიკლაური) ​ პროექტი -  „დედის თვალებით ვხედავ სამყაროს“ განახორციელეს.

„პროექტი მიზნად მიღებული ცოდნის, გამოცდილების ცხოვრებაში გადატანას, თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავდა. ასევე იმის გააზრებას, რომ ასაკის მიუხედავად, ქალბატონებს ყოველთვის სჭირდებათ თუნდაც მცირეოდენი ყურადღება, მით უფრო დედას, ქალს, სოცოცხლის დასაწყისს. ყველა გაზაფხული ხომ დედისაა.

მოსწავლეებმა კლასში დაამზადეს მისალოცი ბარათები; დახატეს თემაზე - „გაზაფხული და დედა“; შეისწავლეს დედაზე და ზოგადად, ქალზე ქართველი, უცხოელი მწერლებისა და პოეტების ლექსები და ბრძნული გამონათქვამები.

მიზნის განხორციელებას ხელი შეუწყო ჩატარებულმა ინტეგრირებულმა გაკვეთილებმა (ქართული ენა-ბუნება-ხელოვნება-მუსიკა).

პატარებმა დიდი სიყვარულით, სითბოთი და მონდომებით იმუშავეს და დედიკოებსა და ქალბატონებს მიულოცეს ეს ულამაზესი და მნიშვნელოვანი დღე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203