ყანდაურის საჯარო სკოლა, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, სასწავლო პროცესს ღირსეულად წარმართავს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით გრძელდება.სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მასწავლებლები ონლაინ სწავლების სირთულეებსაც ღირსეულად გაუმკლავდნენ.
„სკოლა პანდემიის მიერ შექმნილი სირთულეების მიუხედავად, ახერხებს ღირსეულად წარმართოს სასწავლო პროცესი; ონლაინ სწავლების დროსაც არ მოაკლეს სითბო და ყურადღება მოსწავლეებს მასწავლებლებმა.
საახალწლო ღონისძიებების გამართვა კლასის დამრიგებლებმა ონლაინ სწავლების დროსაც შეძლეს, ხოლო 1-ლი თებერვლიდნ საკლასო ოთახებში გაგრძელდა სასწავლო პროცესი“, - აცხადებენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე: