განათლების სამინისტროს კულტურა და სპორტი გამოეყო - ცვლილებების პროექტი 79 ხმით მიიღეს
16-03-2021

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად ყალიბდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 79-ხმით, ერთხმად მიიღეს.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.

გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ასევე მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფერო ცალკე გამოიყოფა და ახალი საპარლამენტო კომიტეტი - კულტურის კომიტეტი იქმნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...