
„ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია სკოლაში“ - თბილისის N12 საჯარო სკოლის Xგ და Xბ კლასებში, პროექტ „მომავლის თაობის“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების საგანში პროექტი განხორციელდა.
„მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს, თუ რა უწყობს ადამიანს ხელს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჯანსაღად რომ იცხოვრო, ამისათვის მნიშვნელოვანია სწორი კვება, სუფთა ჰაერი და ვარჯიში... ჩვენ პოპულარიზაციას ვუწევთ სწორ კვებას, ასევე ღია სივრცეში გაკვეთილების ჩატარებას, რაც ამავდროულად, ნაკლებ რისკებს წარმოშობს ვირუსებთან დაკავშირებით!
პროექტზე მუშაობის პერიოდში შეიქმნა პლაკატები, თუ როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც განთავსდა თვალსაჩინო ადგილას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროექტის ხელმძღვანელი თამარ მეშველიანი იყო.
იხილეთ ფოტოები