
28 თებერვალს თბილისის N129 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა: გიგა ძიძიგურმა, თათა ქავთარაძემ და ელენე გოგოლაძემ, სკოლის სახელით მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის დებატების შესარჩევ ტურნირში უარმყოფელი მხარის პოზიციაზე, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ მოსწავლეებმა ღირსეულად გაართვეს თავი.
9 მარტს კი 2021 წლის დებატების შესარჩევი ტურნირის II რაუნდი თბილისი N129 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა.
„ვულოცავ ამ გამარჯვებას ჩვენი სკოლის წარმომადგენელ მოსწავლეებს, რომლებიც მტკიცებითი მხარის პოზიციაზე თამაშობდნენ. ვულოცავ ამ გამარჯვებას ჩვენი სკოლის წარმომადგენელ მოსწავლეებს, თათა ქავთარაძეს, გიგა ძიძიგურს, ელენე გოგოლაძეს, რომლებიც მტკიცებითი მხარის პოზიციაზე თამაშობდნენ მომავალში კიდევ არაერთი წარმატება გველის“,-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო