მირაშხანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები საზეიმოდ აღნიშნეს
16-03-2021
ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები საზეიმოდ აღნიშნეს. სკოლაში 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
პატარებმა წარმოთქვეს ლექსები, ასევე მონდომებით დაამზადეს მისალოცი ბარათები და დაურიგეს როგორც დედებს, ასევე პედაგოგ ქალბატონებს.