თბილისის N9 სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პროექტებზე იმუშავეს
16-03-2021

ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლაში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს და ამ ტრაგიკულ თარიღს გაკვეთილი-პრეზენტაცია მიუძღვნეს. მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები და წარადგინეს პროექტები.

„თოვდა... და თბილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“.../კ.ნადირაძე/

ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 7 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგ თინათინ შიშნიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს გაკვეთილი-პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921წლის 25 თებერვალი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203