თბილისის N191 სკოლის მე-10 კლასში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს პროექტი მიუძღვნეს
16-03-2021

„პირველი კონსტიტუციის 100 წელი“ - თბილისის N191 საჯარო სკოლის მე-10 კლასში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს პროექტი მიუძღვნეს. მოსწავლეებმა იმსჯელეს კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, კანონის უზენაესობასა და კანონის დაცვის აუცილებლობაზე.

„1921 წლის 21 თებერვალს დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს. ეს თარიღი ქართული კონსტიტუციონალიზმის ღირშესანიშნავი თარიღია. პირველად კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და 3 წელს გაგრძელდა. გათვალისწინებულ იქნა იმ დროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება.

მოსწავლეებმა იმსჯელეს კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივი კულტურისა, კანონის ცოდნისა და დაცვის აუცილებლობაზე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203