ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო! - იხილეთ რატომ უნდა აირჩიოთ 18-წლიანი გამოცდილების მქონე სკოლა
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო! - რატომ უნდა აირჩიოთ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - GAHS?
GAHS - არის ადგილი, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას ამერიკული სტანდარტებით აღჭურვილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში. რა უპირატესობები აქვს სკოლას და რას სთავაზობს მოსწავლეებს? გაეცანით ადმინისტრაციის ინფორმაციას:
„ჩვენი 18 - წლიანი გამოცდილების მქონე სკოლის უპირატესობებია:
- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის TOEFL და SAT გამოცდების პროვაიდერი საქართველოში. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ემზადებიან აღნიშნული გამოცდებისთვის და შემდეგ მშობლიურ გარემოში აბარებენ მათ.
- ინგლისურის სწავლების მხრივ სკოლას მინიჭებული აქვს მაკმილანის (Macmillan education) აფილირებული ორგანიზაციის წევრობა. ინგლისური ენა შეისწავლება (კვირაში 10 სთ) ელექტრონული პლატფორმებით აღჭურვილი სახელმძღვანელოებით, რომელთაც აქვთ უნიკალური კოდები.
- მათემატიკის სტანდარტზემოთ სწავლება მიმდინარეობს სკოლის დირექტორის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, მამუკა მესხიშვილის, სპეციალური პროგრამით. აღსანიშნავია, რომ მის მიერ მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია ვიკიპედიის 8 კატეგორიაში.
- სკოლა არის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mu Alpha Theta-ს წევრი, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ ამერიკაში გამართულ ყველა სახეობის მათემატიკურ კონკურსში.
- STEM-ის საგნები ჩვენს სკოლაში ისწავლება გაძლიერებული პროგრამებით. სკოლას გამოცემული აქვს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის 4 საკუთარი სახელმძღვანელო. ეს ოთხტომეული განკუთვნილია საოლიმპიადო და საკონფერენციო მომზადებისთვის.
- „ბიზნესი’’, „მეცნიერება’’ და „საზოგადოება’’ ისწავლება ინგლისურ ენაზე IB სახელმძღვანელოების გამოყენებით.
- სკოლა არის საერთაშორისო ოლიმპიადების - IJSO, კონფერენციების INTEL ISEF და გამოფენების - MILSET საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ჩვენი მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებში. აქ მოპოვებული დიპლომები კი მათ არსებითად ეხმარება უცხოეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაში.
- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის IMUNA-ს (გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია) პარტნიორი. ყოველწლიურად ჩვენი მოსწავლეები ახალგაზრდა დიპლომატების როლში წარდგებიან ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.
- აღნიშნულ პროგრამებს სკოლაში უძღვებიან საუკეთესო პედაგოგები, რომელთა უმრავლესობას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს მინიჭებული. შედეგიც თვალსაჩინოა - აბიტურიენტთა ჩარიცხვების მაჩვენებლით სკოლა საუკეთესოა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის უნივერსიტეტებში.
- სკოლა მნიშვნელოვან როლს ანიჭებს არაფორმალური განათლებას. ფუნქციონირებს მრავალფეროვანი სპორტული, სახელოვნებო და ლიტერატურული კლუბები. ჩვენი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ პოპულარულ სატელევიზიო პროექტებში.
- სკოლა განთავსებულია ამერიკული სტანდარტების შენობაში, აღჭურვილია საუკეთესო ტექნიკით და, რაც მთავარია, აქვს საუკეთესო ეზო - ტყე-პარკი ასწლოვანი კვიპაროსებით.
- 2021-2022 სასწავლო წელს გადასახადი შეადგენს:
I-IV კლასებისთვის - 6000 ლარი
V-IX კლასებისთვის - 6700 ლარი
X-XII კლასებისთვის - 7500 ლარი
- სასწავლო გადასახადი ითვალისწინებს მრავალ შეღავათს, მათ შორის დედმამიშვილებსა და წინასწარ ერთიან გადახდაზე. წარჩინებული მოსწავლეებისთვის მოქმედებს სასწავლო გრანტების სისტემა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:
- https://www.facebook.com/GeorgianAmericanHs
- gahs.edu.ge
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, თავისი 18 - წლიანი გამოცდილებით გელით თქვენ!
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე ( https://forms.gle/8inbjLWWUshaXed87) და დაგიკავშირდებით.
იხილეთ ვიდეო