„სასწაული მოხდა, ისეთი ჩანახატები დაწერეს“-ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მაია გოგოლაძემ მოსწავლეებს ფურცელზე საკუთარი ემოციის გადატანა ასწავლა
16-03-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია გოგოლაძემ თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარა. 

„ერთი კვირაა ვფიქრობ, როგორ  გავაკეთო ისე, რომ ბავშვებს ვასწავლო საკუთარი ემოციის გადმოტანა ფურცელზე და რაც მთავარია, შევაყვარო წერა, რაც ვფიქრობ (და არა მარტო მე ვფიქრობ), რომ ავითარებს აზროვნებას და „აიძულებს“ ბავშვებს სითამამეს.  

დარწმუნებული ვიყავი, დილამდე რაიმე იდეა მომივიდოდა, კიდევ მეასედ რომ გადავშალე სახელმძღვანელო და ჩავიკითხე თეორია ჩანახატის შესახებ, გადავწყვიტე, ამომებეჭდა სურათები სხვადასხვა თემატიკაზე და მიმეცა ბავშვებისთვის არჩევანის საშუალება, აერჩიათ თავად - რა თემაზეც მოისურვებდნენ წერას, დაესათაურებინათ და დაეწერათ, რაც თავში მოუვიდოდათ, რა ემოციასაც შერჩეული სურათი აღძრავდა მათში. დასაწყისი უნდა ყოფილიყო ორიგინალური. ცოტა ეჭვი მეპარებოდა, რომ თავს გაართმევდნენ, რადგან პატარები არიან სითამამისთვის, მაგრამ სასწაული მოხდა, ისეთი ჩანახატები დაწერეს.

პატარებთან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს  და აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგია, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლი და ხედავ, როგორ იზრდებიან.

„ახალი სკოლის მოდელის“ წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, ამიტომ კომპლექსურ დავალებებსაც ვაკეთებთ. ვფიქრობ, დღევანდელი ჩემი დავალებაც კომპლექსურის ნაწილია“, - გვიამბობს პედაგოგი მაია გოგოლძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203