თბილისის N16 საჯარო სკოლის რვა მოსწავლემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
16-03-2021
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა - საბა ჭოხონელიძემ, თინანო ტარიელაშვილმა, მურმანი ოქროპილაშვილმა, ალექსანდრე ჯიქურმა, დემეტრე დოლიძემ, მარიამი ჯიქურმა, საბა ოქროპილაშვილმა და გივი ჯოჯუამ ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203