საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნათია გელაშვილმა და ნინო ბარბაქაძემ საგანმანათლებლო პროექტში წარმატება მოიპოვეს
16-03-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ნათია გელაშვილმა და ნინო ბარბაქაძემ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტში „ტურიზმი ერეკლე II-ის ნაკვალევზე“ წარმატება მოიპოვეს. მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელი ფატმან თაბუნიძე ხელმძღვანელობდა.

„157 ნაშრომიდან, მხოლოდ 8 ნაშრომი  გადავიდა ფინალში, საიდანაც ორი ნათია გელაშვილს და ნინო ბარბაქაძეს ეკუთვნოდა. ვულოცავთ სერტიფიკატებს და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს მომავალშიც“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203