
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბნის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.
სკოლაში დღესასწაულისადმი მიძღვნილი საკლასო შეხვედრები და საუბრები ჩატარდა. ბავშვებმა შექმნეს კედლის გაზეთი და მოეწყო ნახატების გამოფენა.
მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: