
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა - „სამშობლოს ზვარაკად შეწირული“; IX -XII კლასის მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელები ესაუბრნენ თემაზე: - „გმირი, რომელიც იქ იდგა და სხვაგვარად არ ძალუძდა“, X კლასის მოსწავლე ნინო ბენიძემ შეადგინა ბუკლეტი „ჟიული შარტავა“ და თანაკლასელებს ესაუბრა თემაზე: - „სამშობლოსათვის მარადისობაში“.
გარდა ამისა, ისტორიის მასწავლებელმა ნაირა ქარდავამ, კვირეულის ფარგლებში, თავისი სადამრიგებლო VIII კლასის მოსწავლეები წაიყვანა ჟიული შარტავას საფლავზე.
იხილეთ ფოტოები