„ქალთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა ქვეყნებში“ - გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
16-03-2021

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით წინასწარ დაიწყეს სამზადისი.

პატარებმა, მასწავლებლის დახმარებით, მოიძიეს დედაზე ლექსები, დაამზადეს მისალოცი ბარათები, მოიწვიეს მშობლები და გულთბილად მიულოცეს მათ დედის დღე. ბავშვებმა ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი სახელწოდებით: „დედა-სიცოცხლის წყაროა“. გარდა ამისა, განახორციელეს პროექტი „ქალთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა ქვეყნებში“.

ბავშვებმა ასევე მოიძიეს ინფორმაცია 8 მარტთან დაკავშირებით და კლასში პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203