
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში კინოჩვენება მოეწყო. მე-9 კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო თემიდან გამომდინარე, გიორგი ოვაშვილის ფილმს - „გაღმა ნაპირი“ უყურეს.
„აქტივობის მიზანი იყო ფილმის დაკავშირება ნუგზარ შატაიძის შესწავლილ მოთხრობასთან. მოსწავლეები ინტერესით უყურებდნენ ფილმს, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, ავლებდნენ პარალელებს და ამჩნევდნენ განსხვავებებს.
საინტერესო დისკუსია გაიმართა ფილმის დასრულების შემდეგაც და ამ აქტივობამ ბავშვებში მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარები კიდევ უფრო განავითარა.
პროექტს ხელმძღვანელობდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ლიდა ზარქუა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები