სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები ლამაზი ნამუშევრებით აღნიშნეს
16-03-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ლამაზი ნამუშევრებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა 8 მარტის მისალოცი ბარათები საკუთარი ხელით დაამზადეს. გარდა ამისა, მათ შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს და ფერადი ქაღალდებისგან ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს.