
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ გაიმართა კონკურსი - „რა? სად? როდის?“, რომელშიც რაიონის 20 სკოლა მონაწილეობდა, სადაც სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის გუნდმა „ლაზიერი“ ღირსეულად იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს და მათ ხელმძღვანელს. გუნდის წევრები იყვნენ: ანა ფუტკარაძე, მარიამ ცენტერაძე, მათე მიქელაძე, საბა წულუკიძე, ზეინაბ აკვაზბა. გუნდის კაპიტანი მარიამ მიქელაძე იყო. მათ თამარ გორგაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის დირექტორი ლევან სურმანიძეა.
იხილეთ ფოტოები