
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზეს და მესამე ადგილი მოიპოვეს.
კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, სპორტული ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო საქართველოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელიც 10-12 მართს ჩატარდა გურჯაანში.
„ტურნირში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის ორი მონაწილე ნიკა ცეცხლაძე 44კგ. წონით კატეგორიაში და ალექსი დარჩიძე 57კგ. წონით კატეგორიაში. ორივემ მიაღწია წარმატებას და დაიკავეს მესამე საპრიზო ადგილი. ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედკოლექტივი ულოცავენ მათ ამ წარმატებას“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები