„სანამ გარეშე მტერი არ მოგვიგერიებია, შინაური მტრობა რჯულის უარყოფაა!“ - ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ელექტრონული წიგნი შექმნეს
16-03-2021

„სანამ გარეშე მტერი არ მოგვიგერიებია, შინაური მტრობა რჯულის უარყოფაა!“ - ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლეებმა ელექტრონული წიგნი შექმნეს.

კლასის მასწავლებელი ნინო ელბაქიძეა.

ელექტრონული წიგნის შექმნის იდეა გაკვეთილზე დაიბადა, როდესაც აკაკი წერეთლის „დათუნა გოცირიძის“ შესწავლის შემდეგ დისკუსია გაიმართა თემაზე - „სანამ გარეშე მტერი არ მოგვიგერიებია, შინაური მტრობა რჯულის უარყოფაა“.

„გადავწყვიტეთ თითოეული მოსწავლის ნააზრევისთვის თავი მოგვეყარა და ეს ყველაფერი ელექტრონულ წიგნად გვექცია“ - აღნიშნავენ წიგნის ავტორები.

წიგნი იხილეთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203