„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“- არჩილ ჩხაიძე, თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი
16-03-2021
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორის, არჩილ ჩხაიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:


- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .
 
- რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.


- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. მთავარია მოინდომო და ყველაფერს მიაღწევ.


- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც უმძიმესი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის წელს.


- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმიანობას, ზრუნავენ პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე და აღწევენ წარმატებებს! 

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი გულწრფელობა და უნარი სწორად შეაფასონ მასწავლებელი, გამოხატონ მადლიერება, სითბო და სიყვარული იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მათზე ზრუნავენ. 

- მშობლებს ვურჩევდი...

- უყვარდეთ თავიანთი შვილები ისეთები, როგორებიც არიან, იზრუნონ მათ განათლებაზე, მისცენ მეტი დამოუკიდებლობა და დაუდგნენ გვერდით და არა წინ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ბედნიერ, თავისუფალ, ერთიან და წარმატებულ საქართველოზე, რომელშიც ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203