ფოთის N12 სკოლის მოსწავლე მარიამ ძაგანია ინგლისური ენის შესწავლის პროგრამის სტიპენდიანტი გახდა
15-03-2021
ფოთის N12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამი ძაგანია „თიბისი“ ბანკის სტიპენდიანტი გახდა.

სკოლის ინფორმაციით, მარიამ ძაგანია „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის - (ACCESS PROGRAM)“ მონაწილეა.

„პროექტი ორწლიანია და შეასწავლის ინგლისურსა და ამერიკულ კულტურას 14-16 წლამდე მოსწავლეებს უფასოდ და მიზნად ისახავს ნიჭიერ მოსწავლეთა წარმოჩენას.

აქსესის ინგლისურის მასწავლებელმა ფოთში, ნანა გალდავამ, მარიამი წარადგინა როგორც „თიბისი“ ბანკის სტიპენდიის ნომინანტი. აუცილებელ კრიტერიუმად ითვლებოდა ნიჭი სიმღერის, ხატვის ან წერის მიმართ; ყურადღება ექცეოდა მოსწავლის აქტიურ ცხოვრებას“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203