„მადლობა ანა მასწავლებელს თანადგომისთვის!“-​ძევრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დამრიგებლის მიმართ სიყვარული და მხარდაჭერა ღონისძიებით გამოხატეს
15-03-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ ანა სახელაშვილის ხელმძღვანელობით, კლასის დამრიგებელს ლუიზა ხუჯაძეს სიურპრიზი მოუწყვეს. 

ლუიზა მასწავლებელმა ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც სკოლაში დროებით არ დადის, ამიტომ პირველკლასელებმა მასწავლებლის მიმართ თავიანთი სიყვარული, მხარდაჭერა და პატივისცემა ღონისძიებით გამოხატეს. პატარებმა საყვარელ დამრიგებელს ლექსები მიუძღვნეს. 

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა ანა სახელაშვილმა გაუწია. 

სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე ანა სახელაშვილსა და პირველკლასელებს მადლობას უხდის. 

„პირველი კლასი, მშვენიერი სიურპრიზი ძალიან დიდი მადლობა ანა მასწავლებელს თანადგომისათვის!“- წერს დირექტორი სოციალურ ქსელში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203