„კინტრიშის დაცული ტერიტორიები“ - გორგაძეების საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ორგანიზებით, ვებინარი გაიმართება
15-03-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის ეკო-კლუბის - „გზამკვლევი“ ორგანიზებით, ონლაინ საინფორმაციო კამპანიის - „საქართველოს დაცული ტერიტორიების“ ფარგლებში, ვებინარი, თემაზე „კინტრიშის დაცული ტერიტორიები“ ჩატარდება.

სკოლის ინფორმაციით, ვებინარს გაუძღვებიან მოწვეული სტუმრები: ნანა ნოღაიდელი - კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი და გიორგი ნემსაძე - კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი.

ვებინარი GOOGLE MEET-ის ონლაინ პლატფორმაზე, 17 მარტს, 16:00 სთ-ზე ჩატარდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203