ქედლების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვეს
15-03-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის ქედლების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა: ქეთი შავაძემ, სალომე ჯორბენაძემ და ქრისტინა დეკანაძემ კონკურსში - „ეს ჩვენი მეფე ერეკლე...“ მეორე ადგილი მოიპოვეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მათ ისტორიის მასწავლებელი ირმა აბულაძე ხელმძღვანელობდა.

კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა კონკურსი თემაზე „ეს ჩვენი მეფე ერეკლე...“

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ ერეკლე II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გაცნობა, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203