
ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე ისაუბრეს, პატრიოტული თემატიკის ნამუშერები შექმნეს და სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს პატივი მიაგეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.