
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თოჯინების თეატრი მოაწყვეს. პატარებმა ზღაპარი თავად მოიფიქრეს და საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინებით გააცოცხლეს. მათი მასწავლებელი სოფიკო დანელია.
„საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინები ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა თავისივე გამოგონილი ზღაპრის წყალობით გააცოცხლეს. ასე ჩაეყარა საფუძველი თოჯინების თეატრს. დებიუტი შედგა. წარმატებები შემომქმედ პატარებს!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.