დაბალი სტატუსის ხელშეკრულება და ნაკლები ხელფასი - რა შეიძლება მოხდეს, როცა მასწავლებელი სავალდებულო ტრენინგებს არ ესწრება
15-03-2021

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა პედაგოგებს სტატუსების მიხედვით ვალდებულებებს აკისრებს, თუმცა რა ხდება, როცა მასწავლებელს არ სურს არც სტატუსის სავალდებულო აქტივობების ჩატარება და არც ტრენინგების გავლა? - ამ შემთხვევაში, ვიცით, რომ მას სტატუსს ვერავინ ჩამოართმევს, თუმცა როგორც Etaloni.ge-სთან, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, დირექტორმა გადაწყვიტოს, ასეთი მასწავლებელი უნდა თუ არა სკოლაში.

როგორც გავარკვიეთ, არანაირი სანქცია არ არსებობს - თუ მასწავლებელს არ სურს სავალდებულო აქტივობების გავლა და ვერც დირექტორი გაათავისუფლებს მარტივად (ამისთვის ცალკე რეგულაცია არსებობს, რომლის გატარებაც სკოლის დირექციისთვის საკმაოდ რთულია); სამაგიეროდ, თუ მასწავლებელი სტატუსის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აქტივობებს არ გაივლის, დირექტორს უფლება აქვს, დაბალი სტატუსის ხელშეკრულება გაუფორმოს.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში აღნიშნულია ისიც, რომ გარკვეულ შემთხვევებში სკოლა უფლებამოსილია მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთან  შედარებით დაბალი სტატუსის მქონე მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს.

როგორც კანონში წერია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ), ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთან/სპეციალურ მასწავლებელთან გაფორმდეს შედარებით დაბალი სტატუსის მქონე მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ პედაგოგს სტატუსის დანამატიც ნაკლები ექნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...