ანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება მიუძღვნეს
15-03-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის, ნადია კაპანაძის ხელმძღვანელობით, 3 და 8 მარტთან დაკავშირებით შემოქმედებითად დატვირთული აქტივობა განახორციელეს.
მათ დღესასწაულებს ლექსები და მონოლოგები მიუძღვნეს.