ჩხუტელის საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის წევრმა, მარიამ სილაგაძემ საგანმანათლებლო კონკურსში წარმატება მოიპოვა
15-03-2021

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში ისტორიის კლუბი აქტიურად მუშაობს. 

კლუბის ხელმძღვანელია სკოლის ახალგაზრდა პედაგოგი ქეთევან კოპალიანი. წრის ერთ-ერთი წევრი მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სილაგაძე 2021 წლის მარტის თვეში აქტიურად ჩაება კავკასიის უნივერსიტეტის საავტორო პროექტში, რომელიც მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლისთავს ეძღვნებოდა. 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ ერეკლე II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გაცნობა; კვლევითი, მაღალი სააზროვნო, კომუნიკაციისა და კონკურენტულ გარემოში თანამშრომლობის უნარების განვითარება; ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონტაქტების გაღრმავება; უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობა და სამომავლო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა.
მარიამ სილაგაძემ წარმატებით გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი და შემაჯამებელ ეტაპში მონაწილეობდა. 

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უცხადებს მარიამ სილაგაძეს და მის მასწავლებელს ქეთევან კოპალიანს მიღწეული წარმატებისათვის.

„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს ისტორიაში გამორჩეული პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწისთვის პატივის მიგების, არამედ მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნის წარსულის შესწავლისადმი ინტერესის გაღვივების თვალსაზრისითაც და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მოსწავლეთა აკადემიური მისწრაფებებისა და სწავლის მოტივაციის სტიმულირებას, ასევე მუშაობით შეძენილი გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203