წალკის N1 სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით ციფრული მისალოცი ბარათები დაამზადეს
15-03-2021
წალკის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა შემოქმედებითად დატვირთული აქტივობები განახორციელეს.
„პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები გაზაფხულის მოახლოებასა და საგაზაფხულო დღესასწაულებს განსაკუთრებული ხალისით შეხვდნენ.
ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციების გამო, სამწუხაროდ, ამ მშვენიერ დღესასწაულს სასკოლო ღონისძიებით ვერ ვუერთდებით.
თითოეულმა კლასმა ეს ღონისძიება საკლასო ოთახში ჩაატარა.
განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგ ხათუნა გვიჩიანის მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, მე-6ე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ციფრული მისალოცი ბარათები დედებისთვის. პედაგოგმა ამობეჭდა ეს ბარათები და მოსწავლეებს უსახსოვრა მშობლებისთვის გადასაცემად.
პრეზენტაცია გაიმართა ისტ-ის გაკვეთილზე და კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია საუკეთესო ნაშრომები და პირველ სამეულს სიგელები და სამახსოვრო პრიზები გადაეცა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს