
თბილისის N6 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები ტარდება. „ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები“ - ასეთი იყო ისტორიის გაკვეთილის თემა VIIIა კლასში.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისტორიის კომპლექსური დავალების დასკვნით გაკვეთილზე მოეწყო კარნავალი. აღნიშნულ გაკვეთილზე მოსწავლეები წარდგნენ საკუთარი ხელით შექმნილი უნიკალური შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი სამოსით.
კლასის დამრიგებელი ლელა ქერაშვილია, საგნის მასწავლებელი კი - ქეთი ხოსროშილი.
იხილეთ ფოტოები