„ბებიების რეცეპტები“ - ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში ჩაერთვნენ
12-03-2021

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში ჩაერთვნენ. აქტივობის სახელია „ბებიების რეცეპტები“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ბებიების რეცეპტების გამოყენებით გემრიელი კერძები წარმოადგინეს.

„ნიკო კეცხოვლის პროექტმა მთელი სკოლა მოიცვა, ყველა მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ჩართულია ამ პროცესში.

ახალი აქტივობა „ბებიების რეცეპტებია“. მოსწავლეები საოცარ კერძებს გვთავაზობენ ბებოების რეცეპტებით. უამრავი უნარი უვითარდებათ ამ დროს...

წარმოგიდგენთ ნანი ბებოს და ნანუკას... ნანი ბებო დიდი ბებიაა, ნანუკა კი - შვილთაშვილი. კერძი - „კეცის მჭადები და დანიგვზული ბადრიჯანი“.

სითბო, სიყვარული და ბედნიერება იფრქვევა ამ ფოტოებიდან“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203