ბათუმის N8 სკოლის მოსწავლემ, გიორგი სხილაძემ სატელევიზიო კონკურსში წარმატება მოიპოვა
12-03-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10ბ კლასის მოსწავლე გიორგი სხილაძე (დამრიგებელი ლამზირა ტაბიძე) სატელევიზიო კონკურსში - „ფერადი ზამთარი“ მონაწილეობდა.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლემ რამდენიმე ეტაპი გაიარა - იყო ხალხის რჩეული.
TV12-ის ჟიურის გადაწყვეტილებით კი, გიორგი სხილაძემ 1-ლი ადგილი დაიკავა.
„განსაკუთრებით დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ვულოცავთ მას ამ წარმატებას.
თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო კონკურსი, ეს გიორგის უდიდესი წარმატებაა, მით უმეტეს, ამ სფეროში ის ახალბედაა.
მას წარმატებები აქვს სხვა მიმართულებითაც: ხატვის წრე, ავია სამოდელო, ჭადრაკი. ბეჯითია სწავლაშიც და განსაკუთრებით გამოირჩევა ტექნიკურ საგნებში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს