ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება მიუძღვნეს
12-03-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დადგომის, დედის დღის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიება თავის სადამრიგებლო II კლასთან ერთად დაგეგმა და ჩაატარა მუსიკის მასწავლებელმა მეგი ჭანტურიამ.

სკოლის დირექცია პედაგოგს და მოსწავლეებს ლამაზი ღონისძიებისთვის მადლობას უხდის. 

„მოსწავლეებმა ლექსები, სიმღერები და სიყვარული მიუძღვნეს საკუთარ დედებს, ბებიებს და მასწავლებლებს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ მეგი ჭანტურიას და მე-2 კლასელებს განხორციელებული აქტივობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203