„გაზაფხულის თითოეულ დღეში ჩაქსოვილი დედის სიყვარული“ - ხაშურის N2 სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
12-03-2021

დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დედებს ღონისძიება - „გაზაფხულის თითოეულ დღეში ჩაქსოვილი დედის სიყვარული“ მიუძღვნეს. 

კლასის დამრიგებელი მარინე ფერაძე გახლავთ.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„გაზაფხული დადგა და ირგვლივ მორთულ, გამოღვიძებულ გარემოს ქალთა დღესასწაულებიც ამშვენებს. გაზაფხულის პირველ თვეს ხომ ასე უხდება დედათა ალერსი, მოკაზმული ქალბატონები. ხო და, დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლაშიც ასე აღტკინებულებმა, დიდი სიყვარულით, მიუძღვნეს დედებს ღონისძიება - „გაზაფხულის თითოეულ დღეში ჩაქსოვილი დედის სიყვარული“ ყველა ქალბატონს ვულოცავთ გაზაფხულს, ყველა მათთვის მიძღვნილ დღესასწაულს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203