გორგაძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები საინტერესო ვებინარს დაესწრნენ
12-03-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გორგაძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ „გზამკვლევის“ წევრები CENN-ის მიერ ორგანიზებულ ვებინარს დაესწრნენ. ვებინარის შესახებ სკოლის წარმომადგენელი გვიამბობს:

„შეხვედრაზე ჩვენს კითხვებს პასუხობდა კარლო ამირგულაშვილი  -  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი. 

ეკოკლუბის წევრებმა რამოდენიმე კითხვა დაუსვეს და ყველა კითხვაზე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მივიღეთ.

მადლობა ბატონ კარლოს ამომწურავი პასუხებისთვის და დღევანდელი ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

მადლობა ორგანიზატორებს. მადლობა რეგიონალურ კოორდინატორს ბატონ ირაკლი მიქელაძეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203