ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში დედის დღე ორიგინალურად აღნიშნეს
12-03-2021
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლის ინფორმაციით, აქტივობა მე-2 კლასში დედების გარეშე ჩატარდა.

„დამრიგებელმა, მოსწავლეებთან ერთად, სიურპრიზი მოუწყო მშობლებს. დაამზადეს მისალოცი ბარათები (მშობელთან ერთად გადაღებული ფოტოებით). კლასის ხელმძღვანელმა მოაწყო კუთხე; ჰქონდათ მაისურები მშობლების ფოტოებით; წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. გააკეთეს ღონისძიების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც მშობლებმა 3 მარტს მიიღეს", - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203