ბათუმის N8 სკოლის დებატების კლუბი წარმატებას აღწევს
12-03-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლის დებატების კლუბი, დიანა კაპანაძის ხელმძღვანელობით, პროექტის - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ფარგლებში, ქობულეთის მუზეუმში გამართულ საჯარო დებატებში, თემაზე - ონლაინ სწავლება გამართლებულია, მონაწილეობდა.
სკოლის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებას ანა დიასამიძე წარმოადგენდა.
„მსაჯის შეფასებით, პირველი დებატებისთვის, ეს იყო კარგი ხარისხის დებატი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს.
მომავალში მოსწავლეები შეძლებენ როგორც რეგიონალურ და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად ვაგრძელებთ აქტიურად მეცადინეობას.
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ დებატების 5-ვე კლუბის წევრებს შეხვდა.
ღონისძიება ბათუმის დინამოს საკონფერენციო დარბაზში, რეგულაციების სრული დაცვით, გაიმართა.
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს