ჭარნალის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლე ანასტასია გვიანიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
12-03-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პროექტში - izrune.ge.

გაიცანით, ერთ-ერთი მათგანი, I კლასის სასახელო, ჭკვიანი მოსწავლე, ანასტასია გვიანიძე, რომლის დამრიგებელი მელანო ჭელიძეა. ანასტასიამ ოქროს დიპლომი მოიპოვა და საყვარელი ადამიანები ასახელა!   

„ანასტასიას ძალიან მოსწონს თქვენი პროექტი. დიდ სტიმულს აძლევს izrune.ge. ცდილობს, არ გამოტოვოს არც ერთი ხუთშაბათი. განსაკუთრებით, ძალიან უყვარს შემეჯამებელი ტესტები, ძალიან დიდი სიხარულით ხვდება ოქროს დიპლომის მიღებას, უკვე რამდენიმე დიპლომი დაუგროვდა, რითაც ძალიან ბედნიერია. დიდი მადლობა izrune.ge-ს ასეთი კარგი პროექტისთვის“,-აღნიშნავს მოსწავლის მშობელი სოფო ჯორბენაძე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203