
„ჩვენი სკოლის ეზოს დაგეგმარება“ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტზე იმუშავეს. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა ბავშვებმა სკოლის მაკეტი დაამზადეს და მასწავლებლისგან შექება დაიმსახურეს.
„ჩვენი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი „ჩვენი სკოლის ეზოს დაგეგმარება“, ბავშვებმა დიდი ინტერესი და მონდომება გამოიჩინეს პროექტის მიმართ, შექმნეს სკოლის მაკეტი და ეზოც დააგეგმარეს, სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა დადებითად შეაფასეს მათი პროექტი და წარმატებებს უსურვეს“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები