ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება მიუძღვნეს
12-03-2021

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებლები ლი. ბარბაქაძე, მ. ტურაბელიძე) ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „მე მიყვარს ჩემი დედიკო“ გამართეს. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

პატარებმა თავისი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები, მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის დღესასწაულის მისალოცი ვიდეო-კოლაჟიც დამზადდა.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203