მესტიის N3 სკოლაში, პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, საინტერესო აქტივობა ჩატარდა
11-03-2021
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა პროექტში, სახელწოდებით „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ჩაერთო.

სკოლის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დისკუსია და ფილმის ჩვენება გაიმართა.

„პროექტი მიზნად მოსწავლეებში ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებას ისახავს, რათა მათ განსხვავებული ადამიანების მიღება და შეფასება შეძლონ.

პროექტში ჩაერთვნენ მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რამოდენიმე საინტერესო აქტივობა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203