„ვისაუბროთ ბარბარიზმების გარეშე“ - ჭვინთის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს აქტივობა მიუძღვნეს
11-03-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, აქტივობა, სლოგანებით - „გავუფრთხილდეთ მშობლიური ენის სიწმინდეს“, „ვისაუბროთ ბარბარიზმების გარეშე“ განხორციელდა.

„მოსწავლეებმა აღნიშნული სლოგანებით მოუწოდეს ყველას, რომ მშობლიური ენის დაცვის საკითხს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ; რომ ეს თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მოვალეობაა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და მოისმინეს სიმღერები ამ თემაზე.

ღონისძიებას უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე. მან და სკოლის დირექტორმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობასა და მის ადგილზე მსოფლიო ხალხთა ენებს შორის.

ღონისძიება პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203