ტყიბულის N6 სკოლაში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავი კვირეულით აღნიშნეს
11-03-2021
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, კვირეული ჩატარდა.

სკოლის ინფორმაციით, კვირეული სკოლის ისტორიის კათედრამ (პედაგოგები ნანა მაისურაძე, კონსტანტინე გოშხეთელიანი) და მე-5-მე-12 კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს.

„მოსწავლეებს მიეცათ სხვადახვა დავალებები, შექმნეს პლაკატები( პედაგოგი ბესო აბრამიძე); გამოუშვეს კედლის გაზეთი, მოამზადეს პრეზენტაციები.

ჩატარდა საუბრები იმ ისტორიულ პროცესებზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას მე-19 საუკუნეში.

25 თებერვალს ხანგრძლივი ზარით და წუთიერი დუმილით დაიწყო პერფორმანსი.

პრეზენტატორებმა მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაში 25 თებერვლის მნიშვნელობა გააცნეს.

მოსწავლეებმა  წარმოადგინეს მხატვრული ნომრები (პედაგოგი მაკა სოფრომაძე).

მე-11 კლასის მოსწავლემ მხატვრულად წაიკითხა კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“.

ღონისძიება დასრულდა საქართველოს ჰიმნით“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203