ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ეკატერინე მამალაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
იცნობდეთ, ბეჯით, წარმატებულ მოსწავლეს - ეკატერინე მამალაძეს, რომელმაც ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა თავისი მონდომებით და izrune.ge-ს ოქროს დიპლომით ასახელა!
„ეკატერინეს ჰობი კითხვაა. რაც ტესტების შევსება დაიწყო, ახლა მით უმეტეს. ახლა უფრო მონდომებულია და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ტესტებს.
თვითონ ამ ყველაფრით ძალიან კმაყოფილია და რა თქმა უნდა მეც. ძალიან ყურადღებიანები ხართ და კმაყოფილი ვარ, რომ დავრეგისტრიდი, მით უმეტეს ამ პანდემიის დროს. ტესტებში ისევ და ისევ მათემატიკური კითხვები მოწონს და ახლა მცენარეებთან დაკავშირებით რომ შეხვდა, ესეც ძალიან გაუხარდა“,- მოგვწერა, ჭკვიანი, ღიმილიანი ეკატერინეს მზრუნველმა მშობელმა, ნონა მეფარიშვილმა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.