
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლა რეგულაციებს ზედმიწევნით იცავს.
სკოლაში სისტემატიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
„ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლაში COVID-19-თან დაკავშირებით, სადეზინფექციო ხსნარებით სისტემატიურად ხდება ინვენტარისა და სივრცეების დამუშავება. მოსწავლეები იცავენ ერთმეტრიან დისტანციას, ყოველდღიურად სწავლის დაწყების წინ სკოლის თანამშრომლებს/მოსწავლეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სკოლის პერსონალს პერიოდულად უტარდება ტესტი COVID-19 -ის დროულად გამოვლენის მიზნით“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: